პროფესიონალური ტექნიკური მომსახურება
გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების დიაგნოსტიკა, შეკეთება, მონტაჟი და პროფილაქტიკა. ტექნიკური მომსახურება თბილისსა და მის შემოგარენში.
GRADUSI 25°C არის მრავალპროფილური სერვის ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია, გამოიძახოთ ოსტატი ადგილზე და მიიღოთ გარანტია შესრულებულ სამუშაოზე. ჩვენი გუნდი მუშაობს ყველა ტიპის გათბობის და ცხელი წყლის სისტემებზე.
ჩვენი სერვისები
დიაგნოსტიკიდან მონტაჟამდე — სრული ტექნიკური მხარდაჭერა
1. მონტაჟი და ინსტალაცია
გთავაზობთ გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების სრულ, პროფესიონალურ მონტაჟს:
- ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა
- გათბობის ქვაბების ინსტალაცია
- რადიატორების დამონტაჟება
- მილგაყვანილობის დაქსელვა და მოწყობა
- შეძენილი პროდუქციის ადგილზე მონტაჟი
2. შეკეთება და დიაგნოსტიკა
ნებისმიერი სირთულის ტექნიკური პრობლემის ოპერატიული აღმოფხვრა:
- გაზის წყალგამაცხელებლების შეკეთება
- გაზის გამათბობლების (მათ შორის „კარმას“ ტიპის) სრული დიაგნოსტიკა და შეკეთება
- ელექტრო წყალგამაცხელებლების (ბაკების) შეკეთება
- ცენტრალური გათბობის ქვაბების დიაგნოსტიკა და შეკეთება
3. ტექნიკური მომსახურება და პროფილაქტიკა
სისტემის გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის აუცილებელი სერვისები:
- გათბობის სისტემის გეგმიური / წლიური სერვისი
- სისტემისა და მილების გამორეცხვა
- ფილტრების პროფილაქტიკური წმენდა
- გაზისა და ელექტრო სისტემების უსაფრთხოების დეტალური შემოწმება
4. ადგილზე მომსახურება და სწრაფი რეაგირება
ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ იქ, სადაც გჭირდებათ (მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში):
- სპეციალისტის ადგილზე გამოძახება თბილისსა და მის შემოგარენში
- ავარიული დაზიანებების სწრაფი მოგვარება
- პროფესიონალური კონსულტაცია პროდუქციის შერჩევასა თუ სისტემის მოწყობაზე
5. მიწოდების სერვისი
შეიძინეთ ონლაინ და მიიღეთ პროდუქცია სასურველ მისამართზე (მთელ საქართველოში):
- მძიმე ტექნიკის უფასო მიწოდება თბილისში (24 საათში)
- მიწოდება საქართველოს რეგიონებში — ფასიანი, 3–7 სამუშაო დღეში
- პროდუქციის ადგილზე მიტანა და შემდგომი სამონტაჟო სამუშაოების უზრუნველყოფა
როგორ მუშაობს
სერვისის მიღების მარტივი ნაბიჯები
დაგვიკავშირდით
მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ
დიაგნოსტიკა
ოსტატი შეაფასებს პრობლემას და შეგთავაზებთ გადაწყვეტას
შეკეთება / მონტაჟი
სამუშაოს შესრულება ხარისხიანად და დროულად
გარანტია
შესრულებულ სამუშაოზე გარანტიის მიცემა
გჭირდებათ ტექნიკური მომსახურება?
დაგვიკავშირდით და ჩვენი ოსტატი დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში

